კახა კალაძე შს მინისტრის გადაწყვეტილებას, პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლის შესახებ, ღირსეულს უწოდებს

0

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ღირსეულ ნაბიჯად შეაფასა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ,,მაესტროს” ეთერში განაცხადა.

„მინდა გამოვეხმაურო შს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გადადგმულ ღირსეულ ნაბიჯს, მან დღეს პარლამენტს მიმართა თხოვნით, გამოვიდეს სიტყვით პლენარულ სესიაზე 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რა მოხდა რეალურად. მინდა მადლობა ვუთხრა გიორგი გახარიას ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის. იყო გარკვეული გადაცდომები და ამის შესახებ სამართლებრივი მოკვლევა უკვე დაწყებულია. თქვენ იცით, რომ 10 სამართალდამცავს უკვე შეუჩერდა უფლებამოსილება. თუ გამოვლინდება ძალის გადამეტების ფაქტი, ამას, რასაკვირველია, მოჰყვება სათანადო რეაგირება,“-აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი