ნიკოლოზ ვაშაკიძე: ახლა არის საუკეთესო მომენტი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საზოგადოების ხელში გადაცემის მოთხოვნის
„ახლა არის საუკეთესო მომენტი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საზოგადოების ხელში გადაცემის მოთხოვნის“, – ამ სიტყვებით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს და სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„ახალგაზრდებო! ახლა არის საუკეთესო მომენტი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საზოგადოების ხელში გადაცემის მოთხოვნის თქვენივე თამადობით! შემდგომ დემოკრატიულ პროცესსა და არჩევნებს მედიაუზრუნველყოფა დასჭირდება! უნდა დასრულდეს მედიასივრცის ორპოლუსიანი მონოპოლია!“, – წერს ნიკოლოზ ვაშაკიძე სოციალურ ქსელში.