„ჯეო ჰოსპიტალსი”: ანზორ (გიორგი) დავითურთან დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია

პაციენტის ანზორ (გიორგი) დავითურის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ კვლავ შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა.

როგორც „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, მკურნალობის პროცესი გრძელდება.

„პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური, შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა. მოზარდს სიცხე არ ჰქონია. ლაბორატორიულ მაჩვენებლებში შეინიშნება დამატებით დადებითი დინამიკა. სედაციის ფონზე გრძელდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, მოხერხდა ვენტილაციის პარამეტრების კიდევ უფრო გამარტივება. დადებითი, სტაბილური დინამიკის ფონზე მოხდა დაზიანებული კბილების ექსტრაქცია ქვედა ყბაზე. ამ ეტაპზე გრძელდება მკურნალობის პროცესი და ყველა ის სამედიცინო მანიპულაცია, რომელიც აუცილებელია პაციენტის გამოჯანმრთელებისათვის,“- განაცხადეს „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრში.

„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრის განმარტებით, კლინიკა კვლავ აქტიურ კომუნიკაციაშია პაციენტის დედასთან და ოჯახის წევრებთან. მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ. ცენტრის მხრიდან კვლავაც არის მზაობა ნებისმიერ დროს მიაწოდოს ოჯახს ინფორმაცია მკურნალობის მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ. ამასთან, დედას ნებისმიერ დროს შეუძლია შვილის მონახულება და, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მასთან დარჩენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები