ლევან მაჭავარიანი ევროპის საბჭოს ექსპერტთა დასკვნაზე: „ფარა“ ჩვენ გადმოვიღეთ სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი, კოპირებული ვარიანტი იმ რედაქციით, რა რედაქციითაც იგი მოქმედებს აშშ-ში

„ფარა“ ჩვენ გადმოვიღეთ სიტყვასიტყვით ნათარგმნი, კოპირებული ვარიანტი იმ რედაქციით, რა რედაქციითაც იგი მოქმედებს აშშ-ში,”- ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებაზე საუბრისას განაცხადა.

„ფარა“ ჩვენ გადმოვიღეთ სიტყვასიტყვით ნათარგმნი, კოპირებული ვარიანტი იმ რედაქციით, რა რედაქციითაც იგი მოქმედებს აშშ-ში. თუ „ფარას“ აკრიტიკებენ საქართველოში, საინტერესოა გააკრიტიკებენ თუ არა „ფარას“ აშშ-ში, თუმცა ამასთან დაკავშირებით მათი კომენტარი ჩვენ არ მოგვისმენია, შესაბამისად აქაც საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭო, საქართველოს კანონზე „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) მოსაზრებას აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, „აქტში გათვალისწინებულ ზომებს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შეკრების თავისუფლებასა და რამდენიმე სხვა გარანტირებულ უფლებაზე“, შესაბამისად, ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებით, მიზანშეწონილი იქნებოდა აქტის გაწვევა და მისი დებულებების აღსრულებისკენ რაიმე ნაბიჯებისგან თავის შეკავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები