„TBCBANK Group PLC აქციონერთა 97%-მა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ჩემი და თავმჯდომარის მოადგილედ ბადრი ჯაფარიძის ხელახალ არჩევას“
“TBCBANK Group PLC აქციონერთა 97%-მა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ჩემი და თავმჯდომარის მოადგილედ ბადრი ჯაფარიძის ხელახალ არჩევას”, – ამის შესახებ „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
„ლონდონში ახლახან დამთავრდა TBCBANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97 პროცენტმა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავჯდომარისა და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. „თი-ბი-სი ბანკის“ ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპიდან.
ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენ მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენ პარტნიორს, გუნდის წევრსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მუდმივად ნდობასა და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში“, – წერს მამუკა ხაზარაძე.