“მმართველი გუნდი „ნებაყოფლობით ამბობს უარს ბუნებრივ სასტარტო უპირატესობაზე”
“მმართველი გუნდი „ნებაყოფლობით ამბობს უარს ბუნებრივ სასტარტო უპირატესობაზე”, – ასე აფასებს ექსპერტი ლევან ნიკოლაიშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.
“მართველმა გუნდმა საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აცნობა – „ნებაყოფლობით ამბობს უარს ბუნებრივ სასტარტო უპირატესობაზე, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პირობებში ჰქონდა“. პროპორციულ სიტემაზე გადასვლა უზრუნველჰყოფს ყველა, მათ შორის მცირე ჯგუფის ინტერესების ასახვას საქართველოს პარლამენტში. ყველა საზოგადოებრივ ჯგუფს, ყველა სეგმენტს ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი და ინტერესების დამცველი საკანონმდებლო ორგანოში.
ფაქტია, რომ, წინამორბედისგან განსხვავებით, მათ სწორად ესმით ქართველი ხალხის მაჯისცემა და ადეკვატურად პასუხობენ საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნებს”, – წერს სოცქსელში ლევან ნიკოლეიშვილი.