კახა კალაძე: საქართველოში მედია არის დაცული, ვერავინ გაბედავს, არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ზე, ზოგადად მედიასაშუალებებზე მიიტანოს შეტევა

„საქართველოში მედია არის დაცული, ვერავინ გაბედავს, არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ზე, ზოგადად მედიასაშუალებებზე მიიტანოს შეტევა“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე  „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ტელევიზიაში შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, განცხადების შინაარსი სიმართლეს არ შეესაბამება.

„არ არის ეს მართალი. ამასთან დაკავშირებით პარტიის ცენტრალურ ოფისში ჩატარდა ბრიფინგი და გაჟღერდა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის ჭორი. არ ვიცი, ვინ გაავრცელა. საქართველოში მედია არის ყოველთვის დაცული და ვერავინ გაბედავს, არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ზე, ზოგადად სხვა მედიასაშუალებებზე მიიტანოს შეტევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივად აღებაზე მსჯელობს. აღნიშნულს მალევე უპასუხეს მმართველ გუნდში. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. 

“არავითარი საფრთხე არცერთ მედიას, მით უმეტეს ხელისუფლების მხრიდან არ ემუქრება. ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე. დარწმუნებული ვარ საზოგადოება სწორად შეაფასებს ამ დეზინფორმაციას”, -აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები