სერგო მეთოფიშვილი: მტკნარი სიცრუეა, რომ სასამართლომ 300 – მდე ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

“მტკნარი სიცრუეა, რომ სასამართლომ 300 – მდე ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა!!! რეალურად და სინამდვილეში,  წარმოდგენილ დაკავებულთა საერთო რაოდენობიდან სასამართლომ 2/3-ზე მეტი ადამიანი სახლში გაუშვა!” – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს.
როგორც მეთოფიშვილი აღნიშნავს, სასამართლო დღეს, როგორც არასდროს, არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი!
“დიდი ხანია ხმას არ ვიღებ…
თუმცა სასამართლოზე, მოსამართლეებზე და მართლმსაჯულებაზე თავდასხმა უფრო და უფრო საშიშ და მახინჯ ფორმებს იღებს!!! ამ მიმართულებით, განსაკუთრებით გააქტიურდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაკეთილსინდისიერი და არაკომპეტენტური წევრები – ანა დოლიძე და ნაზიბროლა ჯანეზაშვილი.
ამიტომ, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, გადავწყვიტე, გავაგრძელო დამოუკიდებელი სასამართლოს დაცვა და ჩვენს საზოგადოებამდე მივიტანო სიმართლე!!!

1.) მტკნარი სიცრუეა, რომ სასამართლომ 300 – მდე ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა!!! რეალურად და სინამდვილეში, წარმოდგენილ დაკავებულთა საერთო რაოდენობიდან სასამართლომ 2/3-ზე მეტი ადამიანი სახლში გაუშვა!!!!!!!

რაც შეეხება ადმინისტრაციული წესით დარჩენილ დაპატიმრებულებს, მათზე მიღებული გადაწყვეტილებები გასაჩივრებულია და მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ საჩივრების განხილვის შემდეგ იქნება შესაძლებელი, ვიმსჯელოთ, საბოლოო ჯამში, რამდენ ადამიანს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა!

2.) ძალიან კარგად ვხედავ, რა ბინძური პროვოკაცია აქვს ჩაფიქრებული ამ დღეებში ანა დოლიძეს სასამართლოს მიმართ!!! მას სურს, ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარება გამოიყენოს სასამართლოს დისკრედიტაციისათვის!
ამ მიზნით, იგი მივარდა 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ატეხა ხმაურიანი დებოში! შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეებს და ცდილობდა პროცესის ჩაშლას! თუმცა გაიმარჯვა სასამართლოში მყოფი ხალხის სიბრძნემ, გონებამ, წინდახედულებამ და ისინი არ აჰყვნენ დოლიძის ბინძურ პროვოკაციას!!!
მიუხედავად ამისა, დოლიძე კვლავ აგრძელებს სასამართლოს დისკრედიტაციას! ისედაც რთულ და სტრესულ ვითარებაში, ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს მოსამართლეებზე. ყველაზე გაუგებარი და მიუღებელია, რომ ამას ყველაფერს აკეთებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი!!!

ბოლოს. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ სასამართლო დღეს, როგორც არასდროს. არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი! ეს რომ ასეა. ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუნდაც სულ 20-ოდე დღის წინ. სწორედ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ამ ბოლო წლების. შეიძლება ითქვას. ყველაზე გახმაურებულ და მძიმე სისხლის სამართლის საქმეზე თავისი განაჩენით. პირდაპირ თქვა. რომ საქმეში ფიგურირებს კიდევ სხვა მკვლელი, რითაც პრაქტიკულად. ამ საქმეში ახალი მიმართულება გახსნა. ეს არ შეიმჩნია არც ერთმა ე.წ. “ობიექტურმა დამკვირვებელმა”, მათ შორის, არასამთავრობოებმა. სულ რაღაც 20 დღის წინ მოხდა ეს ფაქტი და სად იყვნენ მაშინ ა. დოლიძე ან ე. ბესელია, რომელიც წინასწარ აანონსებდა ეთერში, რომ ძალიან აინტერესებდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ხორავას საქმეზე სააპელაციო სასამართლო და მერე აპირებდა რაღაცებზე საუბარს. ეტყობა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენმა ამ საქმეზე ბევრს ჩაუშალა გეგმები სასამართლოზე იერიშის მიტანისა.!!! ეს ის სასამართლოა, რომელსაც სულ უფრო მეტი ხალხი უცხადებს ნდობას, სადაც ხალხი დაცულად გრძნობს თავს და ამიტომაც, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ითხოვს, რომ მათი პირველი დაკითხვა განხორციელდეს მოსამართლის წინაშე!!! ეს ის სასამართლოა, რომელმაც 20 ივნისს დაკავებული ხალხის საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 2/3, ანუ უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი, სახლში გაუშვა და ჯერ კიდევ საბოლოო სიტყვა არ უთქვამს სააპელაციო სასამართლოს!!!
დაველოდოთ მის საბოლოო გადაწყვეტილებას…

დარწმუნებული ვარ, რომ ვერავითარი პროვოკატორი (ვგულისხმობ დოლიძეს და მისნაირ პოლიტიკოსებს) ვერ შეძლებს გავლენა მოახდინოს სასამართლოზე! ამნაირი ბინძური პოლიტიკოსების ბინძური გეგმები სასამართლოს მიმართებით ვერ განხორციელდება! სასამართლო დამოუკიდებელია, ეს კონსტიტუციით არის გარანტირებული და ამას ვეღარავინ შეცვლის!!!”, -წერს სერგო მეთოფიშვილი ფეისბუქში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები