მამუკა ხაზარაძე: მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ ტურისტებისთვის “ჯორჯიან ეარვეისის” 10 ჩარტერული რეისი დავაფინანსო

მამუკა ხაზარაძე მზად არის “თიბისი ჰოლდინგის” სახელით, ტურისტებისთვის ავიკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” 10 ჩარტერული რეისი კიევი-თბილისი დააფინანსოს.

„მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 8 ივლისიდან, რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია, დაემჩნევა. აქედან გამომდინარე, მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ “თიბისი ჰოლდინგის” სახელით, დავაფინანსო “ჯორჯიან ეარვეისის” 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას!“ – წერს მამუკა ხაზარაძე სოცილურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აუკრძალა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები