თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია ხვალ, 23 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გავლით უნდა ჩატარებულიყო, ინფორმაციას ავრცელებს.

„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებიდან გამომდინარე, გარბენი „თბილისი“, რომელიც 23 ივნისს, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გავლით უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. მარათონის გამართვის ზუსტ თარიღს საზოგადებას უახლოეს მომავალში ვაცნობებთ“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები