ანიტა რაჭველიშვილი უცხოელ ტურისტებს საქართველოში ეპატიჟება – “წელს, ყველა საქართველოში ვაპირებთ დასვენებას”

“წელს, ყველა საქართველოში ვაპირებთ დასვენებას”, – ამ სიტყვებით, ქართველმა მეცოსოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა უცხოელ ტურისტებს და ისინი საქართველოში დასასვენებლად მოიწვია.

ანიტა რაჭველიშვილმა უცხოელებისადმი მიმართვის ტექსტი სოციალურ ქსელში ქართულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე განათავსა .

“წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადეგებს! მე პირადად, სვანეთი არ მინახავს და იქ ვაპირებ ასვლას! შევუწყოთ ტურიზმს ხელი! არ გვჭირდებიან ჩვენ რუსი ტურისტები! ვისაც პუტინის მარაზმი არ აღელვებს, ის ისედაც ჩამოვა! დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში!” — წერს ანიტა რაჭველიშვილი.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მიმართულებით რუსეთის ავიაკომპანიების ფრენები აკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები