პარლამენტთან აქციაზე გიგი უგულავას ბოთლები ესროლეს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას ბოთლები ესროლეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც თბილისის ყოფილი მერი სატელევიზიო ეთერში ჩართვას აპირებდა.
“კვირას” კორესპონდენტის ინფორმაციით, გიგი უგულავას მისამართით ნასროლი პლასტმასის ბოთლი აქციის მონაწილეს მოხვდა.
ისინი ითხოვენ, რომ გიგი უგულავამ დემონსტრაცია დატოვოს და სკანდირებენ – „წადი, წადი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები