ვლადიმერ პუტინმა საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გაყვანის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გაყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლენტა.რუ“ ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ხელისუფლებას დაავალა, რომ უზრუნველყონ რუსეთის იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება, რომლებიც ამ წუთებში საქართველოში იმყოფებიან. ამის შესახებ ნათქვამია მის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც „რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ცალკეული ზომების შესახებ“ დოკუმენტია. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია ფედერალური ხელისუფლების მოქალაქეების ბარგის საკითხის გადაწყვეტაც.
განცხადების თანახმად, რუსეთის მოქალქეების უსაფრთხოების საკითხი საქართველოს ხელსუფლებასთან კოორდინირებულად უნდა გადაწყდეს.
პრეზიდენტმა საგარეო უწყებას დაავალა, რომ ოფიციალურ თბილისთან ითანამშრომლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები