ვლადიმერ იმნაძემ საჩხერეში რეგიონული წარმომადგენელი წარადგინა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსთან, მალხაზ თოფურიასთან ერთად  საჩხერის რაიონში  უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს ახალი თანამშრომელი, ომის ვეტერანი – პაატა გოგატიშვილი წარადგინა.
“წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ თანამშრომელს, რომელიც ვეტერანების წარმომადგენელი იქნება თქვენს რაიონში. მინდა, აღვნიშნო, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე არც ჩვენ და არც ჩვენს წარმომადგენელს არაფერი გამოგვივა, იმედი მაქვს თქვენი თანადგომის და მხარდაჭერის. წარმატებებს ვუსურვებ პაატა გოგატიშვილს”, – განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.
შეხვედრა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა. ქალაქის მერმა, ბენიამინ ფალავანდიშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორსა და რაიონის წარმომადგენელს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
“ჩვენი მხრიდან რაც იქნება საჭირო, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მუდამ მზად ვართ და ვიქნებით ვეტერანების დასახმარებლად. ეს ისეთი საკითხია, ყველა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ვეტერანებს დავუდგეთ გვერდით”, – განაცხადა ბენიამინ ფალავანდიშვილმა.
მხარეებმა ვეტერანების წინაშე მდგარ საჭიროებებსა და ერთობლივ ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ რაიონში წარმომადგენლის დანიშვნა  ვეტერანებს გაუადვილებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას.
“ვდებ პირობას თქვენი და ვეტერანების წინაშე, რომ ყველაფერს გავაკეთებ მათი კეთილდღეობისათვის. ჩვენ, რაიონის ვეტერანები, ისედაც ვუდგავართ ერთმანეთს გვერდით და ახლა კიდევ უფრო ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ერთად”, –  განაცხადა პაატა გოგატიშვილმა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ლევან ივანაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლები და ვეტერანები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები