დავით ზურაბიშვილი: პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი

„პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი“, – ამის შესახებ დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი. ასეთი საპროტესტო ტალღის “გაბანძება” თუ უნდა ვინმეს, ამაზე უკეთესს ვერც ვერაფერს მოიფიქრებ“,- წერს დავით ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად გაზის სპეციალური შუშხუნები გამოიყენეს. რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ დაცარიელდა. აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძრის მხარესა და მეტრო „თავისუფლების“ მხარეს მიმოიფანტნენ. თუმცა, აქციის მონაწილეების ნაწილი კვალვ ცდილობს დაცარიელებული ადგილების შევსებას. ისინი სკანდირებენ შემდეგი სიტყვებით: „საქართველო, საქართველო“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები