“მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით უამრავი მასშტაბური პროექტი განვახორციელოთ” – გიორგი დოხტურიშვილი

“მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და საშუალებას, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით უამრავი მასშტაბური პროექტი განვახორციელოთ”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა სამგორში, გიორგი დოხტურიშვილმა განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, იქნება რეკრეაციული სივრცეების და არეალების მოწყობა.

„ვიცით, რომ მრავალი გამოწვევა არსებობს. გამოვყოფდი ინფრასტრუქტურის ნაწილს, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში მრავალი პროექტია განხორციელებული, თუმცა გამოწვევები რჩება და ამ მიმართულებით იქნება მყისიერი და მაღალი ჩართულობა სამგორის გამგეობის მხრიდან. მომდევნო წლის ბიუჯეტში ჩვენ აუცილებლად დავსახავთ და განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც დღის წესრიგში ხალხის მიერაა დაყენებული.

კახა კალაძის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით მართლაც ისტორიული პროექტი დავიწყეთ 2017 წელს. უკვე ასეულობით ოჯახს გადაეცა კეთილმოწყობილი სახლები. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ვარკეთილის მესამე მასივისთვის, რადგან ე.წ. ხრუშჩოვკები აქ მრავლადაა. მოსახლეობა ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტები უფრო დროულად განხორციელდეს. უშუალოდ მე, მერიასთან ერთად ამ პროცესებში ჩართული ვიქნები.

მინდა, კახა კალაძეს ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის პირადად გადავუხადო მადლობა, რადგან ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისთვის. ყოველდღიურად შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან. ყველა უბანსა და კვარტალში ეს პრობლემა დგას. მოსახლეობის მხრიდან მზაობა არის, რომ ჩანაცვლების პროექტში მონაწილეობა მიიღონ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს პროცესი უფრო მასშტაბური და ეფექტური გახდეს“, – აღნიშნა დოხტურიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები