“ძალიან სამწუხარო და მიუღებელია მოღალატე ადამიანის თანამშრომლობა, მით უმეტეს, ასეთ რადიკალურ ოპოზიციასთან” – ბოჟაძე
“სამწუხაროა, თუ [„ქართული ოცნების“] გუნდის ყოფილი წევრები თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და, როგორც ჩანს, ისინი ამას მაშინაც ახერხებდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ”, – ამის შესახებ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ, „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
ის სოფო ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.
„ძალიან სამწუხაროა, თუ [„ქართული ოცნების“] გუნდის ყოფილი წევრები თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და, როგორც ჩანს, ისინი ამას მაშინაც ახერხებდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. ძალიან სამწუხარო და მიუღებელია მოღალატე ადამიანის თანამშრომლობა, მით უმეტეს, ასეთ რადიკალურ ოპოზიციასთან“, – აღნიშნა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, „კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდონ მათივე ყოფილი თანაგუნდელებისგან“.