საფრანგეთის პარლამენტმა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, ბაირუს მთავრობის წინააღმდეგ 364-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ნდობა მხოლოდ 194-მა გამოუცხადა.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, რომ გადადგომის შესახებ განცხადება რესპუბლიკის პრეზიდენტს გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ ფრანსუა ბაირუს კაბინეტი საფრანგეთში, გასული წლის დეკემბრის ბოლოს ჩამოყალიბდა.