“აბსურდული განცხადებები, რომლებიც გვესმის ოპოზიციის მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის პოლიტიკურ აგონიაში მყოფი წარმავალი პოლიტიკური ძალა” – თორნიკე ჭეიშვილი

“ის აბსურდული განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმის ოპოზიციის მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს არის პოლიტიკურ აგონიაში მყოფი წარმავალი პოლიტიკური ძალა”, – ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

„გარკვეული სასოწარკვეთილი ძახილია ახლა მათი მხრიდან, რომლითაც ცდილობენ იმას, რომ ისევ თავის მხარდამჭერებში, თუკი ასეთი დარჩათ, როგორღაც გარკვეული მუხტი გამოიწვიონ და ასწიონ წინასაარჩევნოდ. სამართლებრივ კონტექსტში თუ შევხედავთ მათ ამ მოწოდებებს, ბუნებრივია ეს არის ძალიან სერიოზული ყურადღების საგანი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები