სოფო კილაძე: სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სულები, ალბათ, ადგილს ვერ პოულობენ

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, სოფო კილაძე პარლამენტში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა დადგეს იმ ადამიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს შეცდომა დაუშვა.
„ყველაზე საშინელ კოშმარშიც გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებდა. სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სულები, ალბათ, ადგილს ვერ პოულობენ. გეგმა ეს არ იყო თავიდან განსაზღვრული. სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ დაუშვა ეს და დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“, – წერს კილაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
დღეს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სესიის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ. შესვენების შემდეგ სხდომა აღარ გაგრძელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები