დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა პარაფრენბურთში იასპარეზეს

წეროვანის მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები გაიმართა, – ინფორმაციას, თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ამჯერად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა პარაფრენბურთში იასპარეზეს. ტურნირში პირველობისთვის 6 გუნდი იბრძოდა. გამარჯვებული გუნდის წევრები, მედლებითა და მადლობის სიგელებით სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი უჯმაჯურიძემ დააჯილდოვა.

დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა კვირეულის ფარგლებში 10 ინდივიდუალურ და 2 გუნდურ სპორტულ შეჯიბრებაში იასპარეზეს. მათ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები კალათბურთში, ფრენბურთში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, მაგიდის ჩოგბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოცადეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 30 ივნისს აღნიშნავს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები