მილანში ძლიერი შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
მილანთან ახლოს, ხის წაქცევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაცია ადგილობრივმა მეხანძრეებმა დაადასტურეს.
მეხანძრეების თქმით, 63 წლის ქალი მილანის დასავლეთით, რობეჩეტო-კონ-ინდუნოში გარდაიცვალა. ინციდენტის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.
როგორც უცხოური მედია წერს, რამდენიმედღიანი მაღალი ტემპერატურის შემდეგ, ჩრდილოეთ იტალიის ქალაქს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს.
დატბორილია სარდაფები და ტავერნები, წაქცეულია ხეები, ასევე, ძლიერი ქარის შედეგად ჩამოგდებულია სარეკლამო ბილბორდები.
ამასთან, უცხოური მედიის ცნობით, იტალიის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.