გია ვოლსკი: „ლელოს“ და „ნაცმოძრაობას“ ყოველთვის ჰქონდათ ერთი ამოცანა, რომ დესტაბილიზაციის პროცესი განვითარებულიყო
„ლელოს“ და „ნაცმოძრაობას“ ყოველთვის ჰქონდათ ერთი ამოცანა, რომ დესტაბილიზაციის პროცესი განვითარებულიყო”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრი, გია ვოლსკი აცხადებს.
მისი თქმით, ზოგი ამას ერთი მეთოდით აკეთებდა, ზოგი მეორე მეთოდით.
,,იდეა და ამოცანა ერთია, „ლელოს“ და „ნაცმოძრაობას“ ყოველთვის ჰქონდათ ერთი ამოცანა, რომ დესტაბილიზაციის პროცესი განვითარებულიყო. ზოგი ამას ერთი მეთოდით აკეთებდა, ზოგი მეორე მეთოდით. ყველგან იყო დიდი ოდენობით ფული, ათეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა. ეს ორი გუნდი იყო ერთად. ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მეორე ხალხს საბოტაჟისკენ მოუწოდებს. შინაარსით ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან და მცდელობა იმისა, თითქოსდა სხვადასხვა პოზიციაზე დგანან, წარმატებული არ იქნება. იდეა არის ის, რომ საქართველოში ნგრევის პროცესი შეუქცევადად უნდა დაიწყოს და მარიონეტული რეჟიმი მოვიდეს. ეს იდეა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ახასიათებს. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი იდეით და თავისი შინაგანი კონსტიტუციით არის „ლელო“. ამას ვერაფერი შეცვლის. დანარჩენი ტექნიკური დეტალებია, რომელსაც ერთსაც და მეორე მიმართულებასაც მხარს უჭერს ევროპარლამენტარების დიდი ჯგუფი და ევროპის სახალხო პარტია. ეუბნებიან, საბოტაჟიც კარგი და სწორია და არჩევნებში მონაწილეობასაც ურჩევენ. უშველებელი თანხაა გამოყოფილი, რათა ამ პროცესებს ერთი ან ამ მეორე მიმართულებით დაეხმარონ.
უკვე წლებია, ვლაპარაკობთ, რომ საქართველოში პოლიტიკური სუბიექტები, მცირე გამონაკლისის გარდა, იქცნენ გარკვეული მიზნის ექსტრემისტულ დაჯგუფებად, რომლებსაც აქვთ ერთი მთავარი მიზანი და ამ მთავარი მიზნის მისაღწევად უშველებელი ფინანსური რესურსი აქვთ დახარჯული, სერიოზული პოლიტიკური დახმარება აქვთ გაწეული. ჩვენ ეს ვიხილეთ, მათ შორის ქუჩებში, როდესაც რუსთაველზე ცეცხლი ენთო. მიზანია საქართველოს დესტაბილიზაცია და როგორმე ხელისუფლების შეცვლა, რათა მოვიდეს მარიონეტული დაჯგუფება, ვინც შეასრულებს იმ ამოცანებს, რომლებიც შეესაბამება დიდ პოლიტიკურ პროცესებში გარკვეული ძალების ინტერესებს, მაგრამ არა ქართული საზოგადოების და საქართველოს ინტერესებს. ზოგი არჩევნებზე ფიქრობს, ზოგი კი ფიქრობს, რომ ბოიკოტის გაგრძელებით უკეთესად შეასრულებენ ამ მთავარ ამოცანას. ფაქტია, რომ ერთიც და მეორეც ფინანსდება და არც პოლიტიკური მხარდაჭერა მოჰკლებია რომელიმეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.