“შავი ფული“ და საერთოდ, ამ „შავი ფულის“ ტრიალი არც „ლელოსთვის“ არის უცხო და არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ – ვოლსკი
“შავი ფული“ და საერთოდ, ამ „შავი ფულის“ ტრიალი არც „ლელოსთვის“ არის უცხო და არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, ანა წითლიძის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
„ის შავ ფულზე ლაპარაკობს, ეს ლაპარაკობს სისხლიან წარსულზე. არის აქ გარკვეული დაპირისპირებები, მათ შორის, შიგნით „ლელოში“ ყველა ერთ ნოტაზე არ საუბრობს, ერთმანეთსაც ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო უკეთესად შეძლებდა მარიონეტობას, არჩევნებში ჩართულობით თუ ჩაურთველობით. „შავი ფული“ და საერთოდ, ამ „შავი ფულის“ ტრიალი არც „ლელოსთვის“ არის უცხო და არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – ამბობს ვოლსკი.
“ნაცმოძრაობის” წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა: “ლელო“ ფულს იხდიდა, მათ შორის ჩვენც გვეუბნებოდნენ, ოღონდ თქვენ არ დაგვარტყათ და”…