რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა – არის მსხვერპლი

უკრაინაში, ქალაქ ოდესაში, რუსული დრონის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა,- ინფორმაციას, ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური, ოლეგ კიპერი ავრცელებს.

„ღამით რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს. დარტყმის შედეგად, შენობის მახლობლად დაცვის ოთახს ცეცხლი გაუჩნდა. სამწუხაროდ, დაცვის ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა“,- წერს კიპერი.

კიპერმა განმარტა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალების აქტიური მუშაობის მიუხედავად, ქალაქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განადგურებულია, მათ შორისაა ავტოგასამართი სადგურები და მსუბუქი ავტომობილები.

ამასთან, ხარკოვში რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები