“საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა მთელი მსოფლიოს ექსპერტების მიერ არის შეფასებული უმაღლეს დონეზე” – ვოლსკი
“საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა მთელი მსოფლიოს ექსპერტების მიერ არის შეფასებული უმაღლეს დონეზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, ცესკოს განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი განმარტებით, ცესკოს საქმიანობა უმაღლეს დონეზე არის შეფასებული, როგორც ეუთოს, ასევე, ოდირის მოხსენებაში და ეუთოს გენერალური მდივნის განცხადებაში.
„საქართველოს მიმართ მიდგომა არის უცვლელი და ამ მიდგომას ჰქვია შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული პოლიტიკური მიზნის რეალიზაციისთვის“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ცესკოს განცხადებით, “მიუხედავად იმისა, რომ არც ეუთო/ოდირის ანგარიშში და არც რეზოლუციაში არაფერია ნათქვამი არჩევნების გაყალბებაზე, კონკრეტული პირები მედიის საშუალებით კვლავ აკეთებენ მანიპულაციურ განცხადებებს, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამას ეუთოს რეზოლუცია ადასტურებს”.