საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ LGBT-პრაიდთან დაკავშირებით თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან

საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ LGBT-პრაიდთან დაკავშირებით თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„ბოლო დროს ე.წ. LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში.
აღნიშნულთან მიმართებით საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.
ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს როგორც მოძღვრებისაგან, ისე – მრევლისაგან.
პირველ ყოვლისა, მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები