ნინო ბოლქვაძე: „ღირსების მარშის“ ჩატარების ადგილი ჯერ გასაიდუმლოებულია

“სად ჩატარდება „ღირსების მარში“, ჯერ გასაიდუმლოებულია, თუმცა გეტყვით, რომ მარში არ გაიმართება თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე”, – ამის შესახებ “თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორმა, ნინო ბოლქვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რისკები არსებობს და მისი თავიდან არიდების პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.
„თბილის პრაიდის“ ორგანიზატორთა მხრიდან უსაფრთხოების რა ზომების გათვალისწინებაც იყო შესაძლებელი, გავითვალისწინეთ. ამ მომენტშიც მიმდინარეობს დაძაბული მუშაობა ათეულობით ადამიანისა, რათა ყველა ღონისძიებამ ჩაიაროს მშვიდად. ჩართულები არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები და სამართალდამცველებიც. პროცესი არის მუშა და იმედი გვაქვს, რომ იქნება ეფექტური. რაც შეეხება რისკებს – რისკები არსებობს და მისი თავიდან არიდების პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. თითოეულ ადამიანს, რომელიც დააპირებს მარშში მონაწილეობას, ვეტყვით, რომ რისკები არსებობს და ინდივიდურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, არიან თუ არა მზად ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. სად ჩატარდება „ღირსების მარში“, ჯერ გასაიდუმლოებულია, თუმცა გეტყვით, რომ მარში არ გაიმართება თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე“, – განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.
მისივე თქმით, დღეს იმართება „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში ღონისძიება, რომელიც არის სოციალური სპექტაკლი. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სპექტაკლის ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები