“რას ნიშნავს ღირსების მარში, გამოდის, რომ მეორე ნაწილი უღირსია, ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ”

არ მესმის სიტყვის მნიშვნელობა, ანუ ღირსეული ადამიანები არიან? მაშინ გამოდის, რომ მეორე ნაწილი უღირსები არიან. ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ, – ამის შესახებ განცხადებას “პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, გიორგი ლომია აკეთებს.
დეპუტატი ხელისუფლებას სთავაზობს, ლგბტ თემს ერთი კონკრეტული ბაღი დაუთმოს.
„კითხვას ვსვამ, თუ რას ნიშნავს ღირსების მარში?მე არ მესმის სიტყვის მნიშვნელობა, ანუ ღირსეული ადამიანები არიან? მაშინ გამოდის, რომ მეორე ნაწილი უღირსები არიან. ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ, ესაა ჩემი თხოვნა.
ყველას კარგად გვესმის, რომ ლგბტ ხალხი არსებობდა ყოველთვის და ყოველთვის იარსებებს. ხელისუფლებას შეუძლია გამოუყოს მაგალითად რომელიმე ადგილი, რომელიც არანაირ სიწმინდეებთან, ქართულ ისტორიასთან დაკავშირებული არ არის. უამრავი ბაღია თბილისში. დაარქვან რა სახელიც უნდა იმ ბაღს, შეგროვდნენ როდესაც უნდათ, ჩაატარონ აღლუმი, შეხვდნენ, იურთიერთობონ იმ ბაღში და ეს მაგათი ბაღი იყოს. ვისაც არ სურთ მათთან ურთიერთობა იმ ბაღში არავინ მივა“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები