ლევან ვასაძე: მე და ბოკერია ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანს

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, თუკი მას დაიჭერენ, უნდა დაიჭირონ “არეულობის მცდელობის მთავარი იდეოლოგი” – გიგა ბოკერიაც.
“იმედია, იმას მაინც მიხვდებით, რომ მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, მაშინ, მაგალითად, გიგა ბოკერიაც არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი ამ არეულობის მცდელობისა. ერთი თხოვნა მაქვს – ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანს. მერე მართლა გექნებათ ჩემი დაპატიმრების ლეგალური მიზეზები. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები