ლევან ჩაჩუა: გაბედავს ივანიშვილი და დაუპირისპირდება ფიზიკურად ქართველებს? მიიღებს ადეკვატურ პასუხს

“გაბედავს ივანიშვილი და დაუპირისპირდება ფიზიკურად ქართველებს? მიიღებს ადეკვატურ პასუხს”, – ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრემ და პოლიტიკური გაერთიანება “ქართული იდეის” თავმჯდომარემ, ლევან ჩაჩუამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ლგბტ აქტივისტების მიერ „პრაიდის“ ჩატარებას არ დაუშვებენ. როგორც ჩაჩუამ აღნიშნა, თუ სამართალდამცველები „ქართველ ერზე აღმართავენ ხელს, მიიღებენ ადეკვატურ პასუხს“.
“ჩვენ  საზოგადოებრივად და პოლიტიკურად მანამდეც ვაქტიურობდით, სანამ ლევან სანამ ვასაძე გააკეთებდა განცხადებას. ჩვენ მიერ ორგანიზებულ აქციაზე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე ის მობრძანდა და  მივედით მის დაანონსებულ აქციაზე. როცა გარყვნილების პროპაგანდას ეხება საქმე, აქ არის ერთსულოვნება, სხვა ურთიერთობა, პარტნიორობა და პოლიტიკური გადაკვეთები კი ჩვენ არ გაგვაჩნია, ამიტომ, ასე ნუ დავასახელებთ, რომ ლევან ვასაძის მომხრეები ვართ.
სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ნებისმიერ სამოქალაქო დესტაბილიზაციაზე.
„თბილისი პრაიდს“ ყველანაირად ხელს შევუშლით და არ ჩავატარებინებთ, რაც   უნდა იბაქიბუქონ და ვინც   უნდა დაუდგეთ უკან. მინდა, პირდაპირ მოვუწოდო იმ საელჩოს წარმომადგენლებსა და უცხოურ მისიებს, ვინც აქეზებს ქართულ სახელმწიფოს იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს ქართულ საზოგადოებას, რომ მათი ეს ძალადობა ქართველ ერზე განაპირობებს ანტიდასავლური განწყობების შექმნას საზოგადოებაში – ეს ხალხი პირდაპირ ეწევა დასავლური კურსის დისკრედიტაციას. საელჩოს წარმომადგენლები, რომლებიც კადნიერდებიან და ჩვენს იერარქებს იბარებენ საელჩოში, მათ ხვდება რამდენიმე ელჩი და პასუხს სთხოვენ იმის გამო, თუ როგორ გააკეთა საპატრიარქომ ასეთი განცხადება. ჯერ ერთი, საპატრიარქოს რა უფლება აქვს, სხვა განცხადება გააკეთოს, როცა საკითხი ერის მომავალ განვითარებასა და მის სულიერებას ეხება? საკმაოდ სწორი და პრინციპული პასუხი მიიღეს ელჩებმა და მე არ  მგონია, ამის შემდეგ გაკადნიერდნენ.
ასევე, გაბედავს ივანიშვილი და დაუპირისპირდება ფიზიკურად ქართველებს? მიიღებს ადეკვატურ პასუხს – გადაყვებიან ძალიან ცუდად ამ საქმეს, რადგან ეს საკუთარ ერზე ძალადობაა“, – აღნიშნა ჩაჩუამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, თუ ძალადობა მოხდება, ჩაჩუა პასუხობს:
„პასუხისმგებლობა, პირველ ყოვლისა, საელჩოებს ეკისრება, ვინც აქეზებს, მერე თქვენ, ჟურნალისტებს, ვინც არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებთ  და მერე – სახელმწიფოს.
ვის ეშინია შსს-ს მიერ საქმის აღძვრის? ამის არავის ეშინია. არც სახელმწიფოსი ეშინია, ის თუ მოძალადე გახდება და ქართველი ერისგან ადეკვატურ პასუხს მიიღებს. შსს-ს მაღალჩინოსნებს ვაფრთხილებ: თუ ისინი წავლენ ქართველი ერის წინააღმდეგ და აღმართავენ ხელს ქართველ ერზე, მიიღებენ  ადეკვატურ პასუხს. ვიღაც  გადაგვარებული ადამიანების გულსთვის საკუთარ ხელისუფლებას არ დავუპრისიპრდებით, მაგრამ თუ ისინი იძალადებენ, მიიღებენ ადეკვატურ პასუხს“, – განაცხადა ჩაჩუამ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები