ნინო ლომჯარია: ლევან ვასაძის განცხადებებზე შეკითხვები სამართალდამცავ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ

„ლევან ვასაძის არაკორექტულ და არაეთიკურ განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, მასთან შეკითხვები სამართალდამცავ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ვასაძის განცხადებები არაკორექტული და არაეთიკურია.
“რამდენიმე დღის წინ სწორედ მისგან მოვისმინეთ სახელმწიფო წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველი განცხადებები, რომლებიც ნამდვილად წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს და სერიოზული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, რომ მის მიმართ შეკითხვები დასვან და ამ საკითხებზე იმუშაონ სამართალდამცავმა ორგანოებმა. ეს სახალხო დამცველის კომპეტენცია არ არის, სამართალდამცავი უწყებების კომპეტენციაა ამ ტიპის ადამიანებსა და დაჯგუფებებთან ურთიერთობა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები