ნინო ლომჯარია ლგბტ თემის მიერ დაგეგმილ მსვლელობას შეუერთდება

„ვიქნები ყველგან, სადაც შეექმნება საფრთხე ამ ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას“, – ასე უპასუხა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, იქნება თუ არა ლგბტ თემის მიერ მიმდინარე კვირაში დაგეგმილ მსვლელობაზე.
ლომჯარიას თქმით, გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, თუმცა ის უნდა იყოს მშვიდობიანი.
„ჩემთვის ცნობილი არ არის, სად იმართება, რა ფორმითა და როგორი ფორმით, თუმცა ვიქნები ყველგან, სადაც იქნება საჭირო ადამიანის უფლებების დაცვა. ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა და უფლება. მარშსაც აქვს ამისი უფლება და სხვა ადამიანებსაც, ოღონდ გამოხატვა უნდა იყოს მშვიდობიანი და გამოხატვა არ არის გამოხატვა, თუკი მისი მიზანია, დაარბიონ მშვიდობიანი მოქალაქეები და მათი, ასე ვთქვათ, უფლებები შეზღუდონ. ეს აღარ არის გამოხატვა, ეს არის უკვე კრიმინალი და იმედია, კრიმინალს იმედია შს სამინისტრო შესაბამის პასუხს გასცემს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები