ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ამ დროისთვის, სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები, სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობის სამუშაოები, კომუნიკაციის გადატანის პროექტის მომზადება და ნარჩენების განსათავსებელი ადგილის შერჩევა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა და 20 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია 3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი – საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში“,- აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის. პროექტის ღირებულება კი 732 296 478 ლარია. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის.
ცნობისთვის, ხევი-უბისას გზა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის შემადგენელი ნაწილია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი, E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინჟინრო თვალსაზრისით ურთულეს მონაკვეთს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები