ლევან ვასაძის მხარდამჭერები აჯანყებით იმუქრებიან

ლევან ვასაძის მხარდამჭერები აჯანყებით იმუქრებიან. ამის შესახებ მათ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ისინი ამბობენ, რომ ლგბტ აქტივისტების მიერ „ღირსების მარშის“ გამართვას არ დაუშვებენ.
“მოვუწოდებ  ექსტრემისტ ლგბტ თემის წარმომადგენლებს, მოძალადე მამათმავლებს, ლესბოსელებს, მამაძაღლებსა და უკუღმართებს, რომ მსგავსი სახის პარადის, პრაიდის, აღლუმის და გალა კონცერტების ჩატარება არ განახორციელონ. თუ ისინი მაინც შეეცდებიან მსგავსი სახის აქციის მოწყობას, მაშინ ჩვენ, ქართველი ხალხი მოვახდენთ თვითორიგანიზებას იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც ისინი დააპირებენ გარყვნილების პროპაგანდირებას.
ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებაა, თუ მის ინტერესებს, მის უფლებებს არ იცავს სახელმწიფო, მოახდინოს არა მხოლოდ თვითორგანიზება, განახორციელოს აჯანყებაც კი“,  – აცხადებს ადვოკატი დავით ცინცქილაძე.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები