ლევან ვასაძე: მინდა, ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდო – კომბლები შეაწყონ სხვენში

“მინდა, ჩვენს მხარდამჭერებს, საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ლევან ვასაძე ხელისუფლებას მადლობას უხდის იმისთვის, რომ „თბილისი პრაიდის“ გუშინდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა.
“მინდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს სახალხო საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, კომბლები შეაწყონ სხვენში, რადგან, როგორც გახსოვთ, კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლებისა და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია შეგვდგებოდა ჩვენ წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას, მაგრამ რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ “პრაიდი” არ იქნება, არ მაინტერესებს, მამათმავლები რას ჭიჭყინებენ ახლა და რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, თუ გახსოვთ, პირველივე დღეს გავაუქმეთ ჩვენ ქუჩების პატრულირება, აი ახლა, ბოლოს საჩუქარი ჩემგან ჩვენს სახელმწიფოს – ჩვენ, მე ვინა ვარ – კომბლები სხვენიდან ჩამოვიღოთ მაშინ, როცა მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს, რომ “პრაიდს” ჩაგიტარებთო“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
ამასთან, ვასაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლგბტ თემი მაინც შეეცდება “პრაიდის” ჩატარებას, ის და მისი მხარდამჭერები შიშველი ხელებით შეეცდებიან მათთვის ხელის შეშლას.
„ჩვენ იქ მოვალთ შიშველი ხელებით, ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები