ლევან ვასაძე: ჩვენო ძვირფასო მეორეხარისხოვანი ევროპის ელჩებო, დაგვანებეთ თავი

“ჩვენო ძვირფასო მეორეხარისხოვანი ევროპის ელჩებო, რომლებიც ასრულებთ თქვენი ამერიკელი პატრონების დავალებას – დაგვანებეთ თავი იმიტომ, რომ გენგრევათ თავზე ევროპა”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა.
ვასაძე მიიჩნევს, რომ თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვლება, ევროპის იდენტობა დაიკარგება.
“მინდა, მივმართო ამ თავისი ადგილის უცოდინარ ევროპელ ელჩებს, რომლებისგანაც ვარ ძალიან შეურაცხყოფილი, რადგან ვცხოვრობ ნახევარ სახელმწიფოში, სადაც უცხოელი ელჩები სხდებიან ქართულ ტელევიზიებში და „ბლატაობენ“ იქ რაღაცებს. ჩვენო ძვირფასო მეორეხარისხოვანი ევროპის ელჩებო, რომლებიც ასრულებთ თქვენი ამერიკელი პატრონების დავალებას – დაგვანებეთ თავი იმიტომ, რომ გენგრევათ თავზე ევროპა. წადით და მიხედეთ მას. ჩემმა მტერმა იარა თქვენი გზით, რომლითაც თქვენ დადიხართ ბოლო 30-40 წელია. როდესაც დაუბრუნდებით ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს, რომლებიც არის პეტრესი და პავლესი, რომლებმაც შექმნეს ის ევროპა, მაშინ შეგვეხმიანეთ. ჩვენ თქვენთან მეგობრობა გვინდა. თუ რამე დაგაინტერესებთ, ჩვენი მამები უკეთ აგიხსნიან, პეტრესა და პავლეს სიტყვები სწორად როგორ გაიგოთ. მანამდე გეშინოდეთ ევროპის იდენტობის დაკარგვისა, დაახლოებით, 20-30 წლის მერე, თუ რამეს რადიკალურად არ შეცვლით“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები