მალიში შეიარაღებულმა პირებმა 41 ადამიანი მოკლეს

მალიში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა 41 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თავდასხმა აფრიკული ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. უცნობი შეიარაღებული პირები მოტოციკლებით ორ სოფელს დაესხნენ თავს.

ბოლო რამდენიმე თვეა, აფრიკული ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტები ხშირად ხდება.  არეულობებს მალის ცენტრალურ ნაწილში დოგონის ეთნიკური ჯგუფის ათობით წარმომადგენელი შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები