ბუდანოვი: ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ომისთვის საჭირო საბრძოლო მასალების 40%-ს აწვდის
ჩრდილოეთ კორეა ამჟამად რუსეთს, უკრაინაში ომისთვის საჭირო საბრძოლო მასალის 40%-ით ამარაგებს,- ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს.
მისივე თქმით, ფხენიანსა და მოსკოვს შორის პარტნიორობა ღრმავდება.
კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ, თავის მხრივ, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ფულითა და ტექნოლოგიებით ამარაგებს, რაც ფხენიანის საერთაშორისო იზოლაციის შემსუბუქებას უწყობს ხელს.
ამასთან, ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ბოლო სამ თვეში უკრაინის სამხედრო-სადაზვერვო დანაყოფების დანაკარგის დაახლოებით 60% ჩრდილოეთ კორეის წარმოებული არტილერიით მიყენებული დარტყმების შედეგია.