ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინას ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმ განაცხადა, რომ ის უკრაინას ეწვევა.
მისივე თქმით, ის კიევში ორშაბათს, 14 ივლისს ჩავა და მისი ვიზიტი ერთი კვირა გაგრძელდება.
აშშ-ის ელჩმა მომავალი ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაამხილა.
მანამდე კელოგი კიევს თებერვალში, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციიდან ერთი თვის შემდეგ ეწვია.
ამასთან, როგორც ცნობილია, კელოგმა ამერიკის სახელით ევროპის ხელმძღვანელობით მიმდინარე „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მონაწილეობა პირველად მიიღო.