მარკო რუბიო – ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული და დადებითი იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, კუალა-ლუმპურში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) შეხვედრის ფარგლებში ჩინელ კოლეგასთან, ვანგ იმთან გამართული შეხვედრა შეაფასა და მას „ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური“ უწოდა.

ამასთან, რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებობს საკითხები, რომლებზეც ისინი ვერ თანხმდებიან.

„ცხადია, არსებობს გარკვეული საკითხები, რომელთა გადაჭრაც მოგვიწევს და ეს მოსალოდნელია ჩვენი ზომის, მასშტაბისა და მსოფლიოში გავლენის მქონე ქვეყნებისთვის“, – თქვა მან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის წელს სამიტის ჩატარების შანსები „მაღალია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები