ბორჯომის მუნიციპალიტეტი ქალაქში მოსასვენებელი და მწვანე სივრცეების მოწყობას განაგრძობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ქალაქში მოსასვენებელი და მწვანე სივრცეების მოწყობას განაგრძობს. ინფორმაციას, ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გურამიშვილის ქუჩაზე დასრულდა სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები და დამსვენებლები განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებენ.

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ფანჩატური, სავარჯიშო ინფრასტრუქტურა და ბავშვთა გასართობი სივრცე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები