ეროვნული არქივის ონლაინკოლექციებს დიმიტრი მძინარიშვილის ფოტოკოლექცია შეემატა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე, დიმიტრი მძინარიშვილის ფოტოკოლექცია გამოქვეყნდა.

ფოტოებს შორის არის ცნობილი მხატვრების, მსახიობების, მწერლების, მუსიკოსების, ხელოვნების სხვა მოღვაწეების პორტრეტები და ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი სურათები. დიმიტრი მძინარიშვილის ობიექტივში მოხვდნენ: ლადო გუდიაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ვასილ ამაშუკელი, გიორგი ლეონიძე, იამზე დოლაბერიძე, ლიანა ისაკაძე და სხვები.

დიმიტრი მძინარიშვილი იყო ფოტოგრაფი და კოლექციონერი, საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე, საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიის ადმინისტრატორი. მისმა ოჯახმა საქართველოს ეროვნულ არქივს კოლექცია – 5 ფოტოალბომი (400-ზე მეტი ფოტოპოზიტივი) და 600 -ზე მეტი ფოტონეგატივი – 1989 და 1996 წლებში გადასცა.

ონლაინკოლექცია, რომელშიც 80-მდე ფოტოა წარდგენილი, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/dimitri-mdzinarishvilis-kolektsia-1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები