გერმანიის პარლამენტმა კორონავირუსთან ბრძოლის კომისია შექმნა

გერმანიის ბუნდესტაგის საგამოძიებო კომისია კორონავირუსის პანდემიისა და მისი შედეგების ყოვლისმომცველ მიმოხილვას ჩაატარებს,- ინფორმაციას, გერმანული მედია ავრცელებს.

პარლამენტმა კომიტეტის შექმნის გადაწყვეტილება მმართველი პარტიების – ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატიული SPD – ასევე მწვანეთა და მემარცხენე პარტიის ფართო უმრავლესობით მიიღო.

კომისია პარლამენტის 14 წევრისა და 14 ექსპერტისგან შედგება. მან 2027 წლის შუა პერიოდისთვის მომავალი კრიზისების რეკომენდაციებით ანგარიში უნდა წარადგინოს.

შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰენდრიკ ჰოპენშტედტმა განაცხადა, რომ კომისია მუშაობას სექტემბერში დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები