2019 წლის 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად დაზარალებულების მონაწილეობით, 2019 წლის 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაავალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.
“მათ შორის დაზარალებულთა მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დაგეგმვის და ძალის გადამეტების დადგენის მიზნით”, – წერია ინფორმაციაში.