რუსეთმა კალინინგრადში პოლონეთის გენერალური საკონსულო დახურა

რუსეთმა გადაწყვიტა, კალინინგრადში პოლონეთის გენერალური საკონსულოს ფუნქციონირებაზე თანხმობა გააუქმოს, – ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, 11 ივლისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში პოლონეთის საქმეთა დროებით რწმუნებული დაიბარა. მას გადაეცა შენიშვნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კალინინგრადში საკონსულოს დახურვა კრაკოვში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვაზე პასუხი იყო.

„რუსული დიპლომატია გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არცერთი არამეგობრული თავდასხმა არ დარჩება სათანადო რეაგირებისა და შედეგების გარეშე“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

შეგახსენებთ, ვარშავამ რუსეთის სპეცსამსახურები 2024 წლის მაისში ვარშავაში, სავაჭრო ცენტრში მასშტაბური ხანძრის გამო დივერსიაში დაადანაშაულა და საპასუხო ზომად საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ გადაწყვიტა, უკან გაიწვიოს თანხმობა, რომელიც რუსეთის საელჩოს კრაკოვში საკონსულოს ფუნქციონირების ნებას რთავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები