“ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება – ევროპული პერსპექტივები” – საერთაშორისო კონფერენცია მცხეთაში

მცხეთაში საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – “ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება – ევროპული პერსპექტივები” – გაიმართა. მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებს ესტონელმა კოლეგებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი კაპანაძის თქმით, მსგავსი სემინარები ესტონეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობისა და სამომავლო თანამშრომლობის გაზრდის კარგი საშუალებაა. მერმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან მისი თქმით, ესტონეთის მხარდაჭერა ქვეყნისთვის ძალაინ მნიშვნელოვანია.
აღმოსავლური პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის დირექტორის, იან რეინოლდის თქმით, მსგავსი კონფერენციები მცხეთის გარდა სხვა პატარა ქალაქებშიც გაიმართება. მისივე განმარტებით, მსგავსი შეხვედრები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე ესტონური გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.
“ესტონეთი ყოველთვის იყო საქართველოს კონტრიბუტორი ქვეყანა. ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ თქვენთან და ამჯერად, ვიფიქრეთ ახალი პროექტის გაკეთება, რომ გამოვიდეთ დიდი ქალაქებიდან პატარა ქალაქებში. დღეს პირველი შეხვედრა გვაქვს მცხეთაში ჩვენს კოლეგებთან. ჩვენ გვინდა, მათ საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ. ვისაუბროთ ევროკავშირსა და აღმოსავლურ პარტნიორობაზე”, – განაცხადა იან რეინოლდმა.

კონფერენციას მცხეთის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, ირაკლი ცქიტიშვილიც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები