ახალციხეში მდინარემ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ახალციხეში   მდინარე ფოცხოვამ 62 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გვამი ადგილობრივებმა შენიშნეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ტკივილები აწუხებდა და მის გაყუჩებას ვერ ახერხებდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები