მარტვილში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
“მოქალაქე 9 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორის ტრანსპორტირებას ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ახდენდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანა დალუქეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა“, – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი