ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, ელიას მთის ტერასებზე ვაზი დაირგო

ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, 14 ივნისს ელიას მთაზე გაჭრილ ტერასებზე ღონისძიების საპატიო სტუმრებმა 1500 ძირი ხიხვი, ქისი და მანავის მწვანე ჯიშის ვაზის ნერგები საზეიმოდ დარგეს.
პეტრე-პავლეს სახელობის მონასტრის ეზოში კი ღვინის დეგუსტაცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიების დასასრულ, ფორუმის სტუმრებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა საზეიმო მიღება გამართა.
„ფორუმი „ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“ ვფიქრობ წარმატებით დასრულდა. მინდა, ყველა მონაწილესა და პარტნიორს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ეს ღონისძიება რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებს, ბიზნესსექტორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ექსპერტებს შორის გამოცდილების გაზიარებას. აღნიშნული აქტივობები მთელ რეგიონში მნიშვნელოვნად განავითარებს აგროტურიზმს, რაც ბოლნისს, ასევე – მთლიანად ქვემო ქართლის მხარეს, ეკონომიკურად გააძლიერებს“ , – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები